კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, სომხეთი ორი კვირით დაკეტავს მეზობელ ირანთან სახმელეთო საზღვარს და ავიამიმოსვლას შეაჩერებს.
ამის შესახებ “ფეისბუკ”-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა. მისი ინფორმაციით, დღეს დილით გაიმართება სპეციალური კომისიის სხდომა, რომელიც იმსჯელებს შემდგომ ნაბიჯებსა და შესაძლო სცენარებზე.