ხალხს ეს “ნაციონალური” მარაზმი მობეზრდა, ის მობეზრდათ დასავლეთშიც – ზაალ ანჯაფარიძე

“15 მაისი ნამდვილად საკრალური დღე აღმოჩნდა ოპოზიციისათვის ბევრი გაგებით. ამ დღეს დაგეგმილი გრანდიოზული აქციის ნაცვლად, რომლითაც მათი ჭკუით ხელისუფლება უნდა დაემხოთ, რუსთაველზე ანტისანიტარიის კერად ქცეული კარვებიღა დარჩა” – ამის შესახებ დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

“მიხვდნენ, როგორც იქნა, რომ არავითარი მხარდაჭერა ამ აქციას არც ქვეყანაში და არც მის გარეთ არ ექნებოდა. მარტივი მიზეზის გამო – ხალხს ეს “ნაციონალური” მარაზმი მობეზრდა. ის მობეზრდათ დასავლეთშიც.

დარჩა ბოლო აკორდი – პოლიტიკური ავანსცენიდან მათი უმტკივნეულოდ გასტუმრების” – წერს ანჯაფარიძე.

წყარო: ptn.ge