ფაუჩი – ბავშვებმა, რომლებსაც კოვიდ ვაქცინა არ გაუკეთებიათ, საკლასო ოთახებში პირბადე აუცილებლად უნდა ატარონ!
ბავშვებმა, რომლებსაც კოვიდ ვაქცინა არ გაუკეთებიათ, საკლასო ოთახებში პირბადე აუცილებლად უნდა ატარონ – ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩი განაცხადა.
ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
– “შემოდგომაზე სკოლები აუცილებლად უნდა გაიხსნას და სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდეს. ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ“ – აცხადებს ფაუჩი.
შეგახსენებთ, რომ ფაუჩის თქმით, ვაქცინირებულ პირებს პირბადის ტარება არ მოეთხოვებათ.
წყარო: ptn.ge