ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
გიორგი შენგელია გადაწყვეტილების მიზეზად შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ასახელებს.
„შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია დავტოვო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა“, – წერს შენგელია სოციალურ ქსელში.