პალესტინელების ხოცვა-ჟლეტა გააგრძელდება, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა არ დასჯის ისრაელს სანქციებით – რეჯეფ თაიფ ერდოღანი რომის პაპს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რომის პაპს, ფრანცისკეს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს ისრაელის მიერ „პალესტინელების ხოცვა-ჟლეტის შეჩერებას,“- შესაბამის ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

„პალესტინელების ხოცვა-ჟლეტა გააგრძელდება, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა არ დასჯის ისრაელს სანქციებით,“- განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, პაპის გზავნილებს დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანული სამყაროსა და საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებისთვის.

ბოლო მონაცემებით, ღაზაში, გასული კვირის ორშაბათიდან, 200-მდე პალესტინელი, მათ შორის 55 ბავშვი და 33 ქალი, დაიღუპა, 1 230 ადამიანი კი – დაშავდა. ისრაელში კი ღაზადან 3 100-მდე რაკეტა გაისროლეს, რის შედეგადაც 8 ადამიანი, მათ შორის 5 წლის ბავშვი, დაიღუპა.