დმანისში ვითარება კვლავ დაიძაბა

 

 

დმანისში ვითარება, ცოტა ხნის წინ, ისევ დაიძაბა. კონფლიქტში მონაწილე და ამჟამად გამოკითხვაზე მყოფების მხარდასაჭერად ქალაქში შესვლას ცდილობდა გარკვეული ჯგუფი.

გზა სამართალდამცველებს გადაკეტილი ჰქონდათ, თუმცა ადგილზე ჩასულებმა პოლიციის კორდონის გარღვევა მოახერხეს.

ადგილზე დაზიანებულია მანქანები, დაპირისპირებული მხარეები ხელკეტებით და ქვებით არიან შეიარაღებულები. ისინი აგრესიას როგორც ერთმანეთის, ასევე პოლიციის და ჟურნალისტების მიმართაც გამოხატავენ. ისინი ჟურნალისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რამდენიმე ჟურნალისტმა დაზიანებაც მიიღო.

 

“პრაიმტაიმი”