ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან 300 მოსახლის ევაკუაცია განხორციელდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ოთარ კერესელიძის განცხადებით, პეკინის 41 ნომერში ხანძრის შედეგად 300 კვადრატული მეტრი დაიწვა. მისივე განმარტებით, ხანძრის შედეგად დაშვებულები არ არიან.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ამაზე შესაბამისი უწყება მუშაობს. ადგილზე მობილიზებული არიან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები და რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სწორედ გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

“პეკინის გამზირზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძარი გაჩნდა მე-5 სართულზე. იწვოდა დაახლოებით 300 კვადრატი, მე-5, მე-6 და მე-7 სართულზე. ადგილზე ოპერატიულად იყვნენ მობილიზებული 14 სახანძრო ავტოსისტემა. იყო ხანძრის გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული და ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხდა ხანძრის მალევე ლოკალიზება, რამაც აგვარიდა თავიდან ხანძრის გავრცელება. მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა დაახლოებით 300 მოსახლემდე შენობიდან ევაკუაცია, როგორც სადარბაზოდან, ასევე სეპცსაშუალება კიბის მიერ.

ამ დროისთვის ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური და დანარჩენ დამატებით ინფორმაციას. ხანძრის შედეგად დაშავებული არავინ არ არის.

ადგილზე იმყოფება შესაბამისი სამსახური და აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება,” – განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

 

“რუსთავი2”