სამინისტროს დასაშვებად მიაჩნია, ბოლო ზარის ღონისძიება ჩატარდეს სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე. ამასთან, სასურველია მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ჩატარდეს ღია სივრცეში, თუ სკოლას ამის შესაძლებლობა ექნება.
– “სამინისტროდან მიღებული ბოლო ინფორმაციის საფუძველზე, გაცნობებთ, რომ ქვეყანაში არსებული ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, ამ ეტაპზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სამინისტროს დასაშვებად მიაჩნია, მე-12 კლასის მოსწავლეთათვის, სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე, მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით, ჩატარდეს ბოლო ზარისადმი მიძღვნილი ღონისძიება” – აღნიშნულია წერილში.
წყარო: ptn.ge