ილჰამ ალიევის განცახდებით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებაზე ერევნის რეაქციამ შესაძლოა, რეგიონში დაძაბულობა გამოიწვიოს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენის მრჩეველთან სატელეფონო საუბრისას, ხაზი გაუსვა ყველა დავის მშვიდობიანი და მოლაპარაკებათა პროცესის გზით გადაწყვეტის აუცილებლობას.
ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე მოლაპარაკებები აუცილებელია. თავის მხრივ ჯო ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ დაძაბულობასთან დაკავშირებით, ნიკოლ ფაშინიანთან და ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარისას შეშფოთება გამოთქვა.
სალივანი აცახდებს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებულ არადემარკირებულ საზღვარზე სამხედრო გადაადგილებები უპასუხისმგებლო და პროვოკაციულია.