ანტიდისკრიმინაციული კანონი გვაქვს და კონსტიტუცია გვაქვს, დამატებით რაღაც დოკუმენტზე ხელმოწერა საჭიროდ არ ჩავთვალე – ასე ხსნის „მოქალაქეების”ლიდერი ალეკო ელისაშვილი მის გადაწყვეტილებას, ხელი არ მოეწერა დოკუმენტზე, რომლის ირგვლივ გაერთიანებული პარტიებიც პირობას დებენ, რომ დაიცავენ ლგბტქ უფლებებს.
“არ ჩავთვალე საჭიროდ ხელი მომეწერა. ანტიდისკრიმინაციული კანონი გვაქვს და კონსტიტუცია გვაქვს, სადაც ყველანაირი უფლებები არის გაწერილი და ყველაფერი ძალიან მკაფიოდ და გასაგებად წერია, დამატებით რაღაც დოკუმენტზე ხელმოწერა საჭიროდ არ ჩავთვალე”, – ამბობს ელისაშვილი.
ცნობისთვის, რომ Tbilisi Pride-ს ინიციატივით, 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ ლგბტქ+ უფლებებზე პოლიტიკურ შეთანხმებას ხელი მოაწერა.
ხელმომწერი პარტიები: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გირჩი, ევროპული საქართველო, გირჩი – მეტი თავისუფლება, რესპუბლიკური პარტია, კანონი და სამართალი, სტრატეგია აღმაშენებელი, ლელო, რეფორმერი, მოძრაობა დროა, სამართლიანობისთვის, ერთიანი საქართველო, თავისუფალი დემოკრატები, პროგრესი და თავისუფლება, გამარჯვებული საქართველო.
წყარო: itv.ge