მარინა კალიურანდი: ვამაყობ ჩემს ძველ მეგობართან, საქართველოს პარლამენტის სპიკერ კახა კუჭავასთან ბრიუსელში შეხვედრით.
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრასთან დაკავშირებით წერს.
– “ვამაყობ ჩემს ძველ მეგობართან, საქართველოს პარლამენტის სპიკერ კახა კუჭავასთან ბრიუსელში შეხვედრით, მისი პირველი ოფიციალური ვიზიტისას.
მოხარული ვარ, კიდევ ერთხელ გამოვუცხადო სრული მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს, ევროპულ და ტრანსატლანტიკურ მისწრაფებებს“ – წერს კალიურანდი „ტვიტერის“ მიკრობლოგზე.
წყარო: ptn.ge