გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან ყველა მათგანი იმპორტირებულია.
ჩინეთში კორონავირუსის 13 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 90,908 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
წყარო: itv.ge