ინდოეთის წმინდა მდინარე განგის სანაპიროებთან ასობით ადამიანის ცხედარი გამოირიყა. გარდა ამისა, გვამები სანაპიროების ქვიშაშიც იპოვეს. უტარ პრადეშის-შტატის ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ გარდაცვლილები COVID-19-მა იმსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.
პირველად ცხედრები ბიჰარის შტატის სანაპიროებთან 10 მაისს შენიშნეს. მაშინ 71 გვამი გამოირიყა. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ცხედრები მდინარეში, სავარაუდოდ, კრემატორიუმებში ადგილების დეფიციტის გამო გადაყარეს. მეორე დღეს, სოფელ გაჰმარში კიდევ ათობით გვამი აღმოაჩინეს.
ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ცხედრების გამორიყვა რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა ხელისუფლება მათ პრეტენზიებს საშინელი სუნის შესახებ ყურადღებას არ აქცევდა, სანამ ცხედრების ამბები მედიაში არ მოხვდა. ახლა ხელისუფლება ცხედრებს მდინარიდან იღებს.
მიუხედავად იმისა, რომ ინდუსები, როგორც წესი, გარდაცვლილების კრემაციას ატარებენ, ბევრი თემი jal-pravah-ს მისდევს. ესააა პრაქტიკა, როდესაც ბავშვების, გაუთხოვარ გოგონებს ან მათ, ვინც ინფექციური დაავადებების ან გველის ნაკბენისგან იღუპება, მდინარეში მარხავენ. გარდა ამისა, კრემაციის სახსრები ღარიბებს არ აქვთ, ამიტომ ისინი ცხედრებს თეთრ მუსლინში ახვევენ და წყალში ყრიან. ზოგჯერ გვამებს ქვებს ამაგრებენ, რათა ისინი ზედაპირზე არ ამოვიდეს.
“რეზონანსი”