ქარიშხალმა „ტაუკტაემ“ ინდოეთში 40 ადამიანი იმსხვერპლა

გუშინ ინდოეთის დასავლეთ სანაპიროს ქარიშხალი „ტაუკტაე“ დაატყდა თავს, რომელმაც დაახლოებით 40 ადამიანი იმსვერპლა.

გუჯარათის შტატის ხელისუფლების ინფორმაციით, ხეების წაქცევისა და ძლიერი წვიმისგან შტატში სულ ცოტა 13 ადამიანი დაიღუპა.

 

მეზობელ მაჰარაშტრას შტატის ქალაქ მუმბაიში მინიმუმ 12 ადამიანი დაიღუპა, დაიტბორა რიგი რაიონები, ქარიშხალმა წააქცია ხეები, განათებისა და ელექტროგადამცემი ხაზების ბოძები.

მსხვერპლია კარნატაკის, გოასა და კერალის შტატებში.

ინდოეთის სამხედრო საზღვაო ძალები განაგრძობენ ბარჟის P305 ძებნას, რომელიც მუმბაიდან 35 საზღვაო მილში იმყოფებოდა. ბარჟას ნავთობის ანძებზე დასაქმებული მუშები გადაჰყავდა. სამაშველო ოპერაციის დროს სამხედრო საზღვაო ძალების გემებზე 184 ადამიანი აიყვანეს ამ ბარჟიდან. იძებნება კიდევ 89 ადამიანი. ასევე იძებნებიან ორ ბარჟაზე და საბურღ გემზე მყოფები – 430 ადამიანი. ეს საზღვაო ტრანსპორტი უმსხვილეს ინდურ სახელმწიფო ნავთობგაზის კორპორაცია ONGC–ს ეკუთვნის.

“სპუტნიკი”