გენერალური პროკურორი და პროკურატურის თანამშრომლები „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

გენერალურ პროკურორთან ერთად, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გენერალური პროკურორის მოადგილეები და პროკურატურის სხვა თანამშრომლები აიცრნენ.

ვაქცინაცია გაგრძელდება და პროკურატურის თანამშრომლები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ეტაპობრივად აიცრებიან.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო.

 

“იმედინიუსი”