ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
საქართველო მარგინალიზებული საშიში პოზიციის ქვეყანა ხდება:
საშიში საკუთარი თავისათვის,
თორემ იგი საფრთხეს დღეს აღარავისთვის წარმოადგენს, –
აღარც აღიქმება სერიოზულად.
არ შეიძლება სახელმწიფოს და მის ხელისუფლებას სერიოზულობის პრეტენზია, განვითარება, უსაფრთხოება და საღი პრაგმატული პოლიტიკა გსურდეს შედეგის მისაღწევად, რომელიც სახელმწიფოს არსებობას გრძელვადიან პრესპექტივაში უსაფრთხოს გახდის და განავითარებს საკუთარი ხალხის შესაძლებლობებს,
და
უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად რაღაც ავანტიურაში ერთვებოდე.
ვინმემ თუ იცის, რეალურად რა ხდება უკრაინაში?!
რა მდგომარეობაა ამ უდიდესი ტერიტორიის მქონე ქვეყანაში და რითაა მისი ე.წ. პოლიტელიტა დაკავებული?
მოლდოვაზე საერთოდ საუბარი არც არის!
ე.ი. ეს სამეული მალე უჩვენებს არა ვიღაცეებს
”სად იზამთრებენ კიბორჩხალები?”
არ არის ეს ყველაფერი სერიოზული, –
სერიოზულობას თავი დავანებოთ, –
საერთოდ გასულია ქართული სახელმწიფოსა და
მისი ხალხის ინტერესებიდან.