დაინფიცირებულმა ინდოელმა სტუდენტმა 11 დღე ხეზე გაატარა, რათა ე.წ. კორონავირუსი ოჯახის წევრებს არ გადასდებოდათ

სამოქალაქო აქტივისტი, ალექსი ლომიძე, სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
დაინფიცირებულმა ინდოელმა სტუდენტმა 11 დღე ხეზე გაატარა, რათა ე.წ. კორონა-ვირუსი (COVID-19) მისი ოჯახის წევრებს არ გადასდებოდათ. საჭმელ-სასმელს მას ხეზე აწვდიდნენ. ახლობლებს კი ტელეფონით უკავშირდებოდა.
p.s. მისაბაძია ეს ინოვაცია. დაცხა უკვე. კომენდანტის საათიც შემცირდა. გამყრელიძის თქმით, პიკზეც ვყოფილვართ გადასული და დაღმავალ ფერდზეც დავშვებულვართ. სანამ ყველა ხე არ გაუჩეხიათ, დავიკავოთ თითო ხე. ნუ გაღორდებით და ზოგს 10 – 15 ბინა რომ გაქვთ, იმყოფინეთ ერთი ხე, ედრანა მაწ!
p.p.s. ტელეფონსაც ხეზე ტენიდა? ინდოეთმაც კი გვაჯობა ტექნოლოგიებში. რა ხეები იზრდება ასეთი ინდოეთში?