პრინცი უილიამი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

დიდი ბრიტანეთის პრინცი უილიამი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail-ი ავრცელებს.

პრინცმა Twitter-ზე აცრის დროს გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი აღწერით:

„სამშაბათს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მივიღე. ყველას, ვინც ვაქცინაციაშია ჩართული – მადლობა ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ და რასაც აკეთებთ“, – დაწერა უილიამმა.

38 წლის პრინცს არ დაუკონკრეტებია, რომელი პრეპარატით აიცრა.

წყარო: newposts.ge