მათ უნდათ ”დასავლეთი”, მაგრამ მათი ”დასავლეთი” ეს არის არა ის, რამაც განავითარა და ძლიერი გახადა, არამედ ის ჭუჭყი, რაც თან სდევს განვითარებას! – დემურ გიორხელიძე

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძე, სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

გონიერი და განვითარებაზე ორიენტირებული ხალხისათვის – წარსული არასდროსაა საუკეთესო!
არასდროს!
წარსული –
(ა) ერთი მხრივ, სუსტი ხალხის თავშესაფარია!
უუნარო ხალხი აიდეალებს მას და ”რანი ვიყავით” დონეზე ცდილობს შენიღბოს საკუთარი უუნარობა, უპასუხისმგებლობა და დაბალი განათლება;
(ბ) მეორე მხრივ, წარსული ხდება სპეკულაციის საგანი, როცა იდეოლოგიით განადგურებული ადამიანები (განსაკუთრების ახალი თაობის ”მეინსტრიმული” ნაწილი) იწყებენ წარსულის ლანძღვას (ამ დროს წარმოდგენა არა აქვთ, თუ რა იყო ეს წარსული, თუმცა, მათი მახინჯი იდეოლოგია ეუბნება მათ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ეს წარსული).
აი, ეს დაპირისპირებაა დღეს საქართველოში:
ერთი მხარეს დგას ხალხი, რომელსაც რაღაც ჰქონდა,
მაგრამ არ ჰქონდა პრაგმატული აზროვნებისა და სიფრთხილის უნარი და არ ფიქრობდა მთავარზე:
”რა იქნება ხვალ და ვინ უზრუნველყოფს მის მისწრაფებებს უკეთესი ცხოვრებისაკენ.”
როცა ხალხი ასე დაუკვირვებელია,
იგი იოლად წამოეგება დემაგოგიაზე და ირჩევს დემაგოგებს, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იწყებენ ქვეყნის ძარცვას და იმ ხალხის დაკნინებასა და ძარცვას, რომელმაც უზრუნველყო მათი ხელისუფლებაში მოყვანა!
სწორედ ეს დაემართა საქართველოს და ქართველებს.
დაპირისპირებულთა მეორე მხარესაა ე.წ. დეკლარაციის დონეზე ”დასავლეთზე ორიენტირებული” იგივე 20-იანი წლების (მე-20 ს.) რევოლუციური (უფრო ზუსტად, ნეოტროცკისტული) განწყობის არაფრისმაქნისი ადამიანები, რომლებიც იდეოლოგიისგან სრულად არიან განადგურებულნი და გასულნი საღი აზროვნებიდან!
მათ უნდათ ”დასავლეთი” –
მაგრამ მათი ”დასავლეთი” ეს არის არა ის, რამაც დასავლეთი განავითარა და ძლიერი გახადა, არამედ
ის ჭუჭყი, რაც თან სდევს განვითარებას!
მათთვის
”დასავლეთი” – ეს ყველა ის უბედურებაა, რაც უკავშირდება გადაგვარებულობას, უზნეობას, საკუთარის უპატივცემულობას და ა.შ.
p.s.
გუშინ საღამოს ”რუსთავი 2”-ზე ”ძაან მნიშვნელოვანი” საკითხი განიხილებოდა:
ივნისში რუსთაველზე დაგეგმილი გეი-აღლუმი!
ჰოდა, ამ გადაცემაში ლგბტ-აქტივისტი (თუ სამოქალაქო აქტივისტი) ახალგაზრდა მსახიობი მამაკაცის მაგვარი გამოვიდა ვიღაც და… ”საბჭოთა კავშირის დროსო ჩვენ არასწორად განვვითარდითო. ჩამოვრჩით ბევრ რამესო” – უბადრუკი ინტელექტის მქონე საუბრობდა ცოტა აღელვებული:
ანუ ადრე უნდა გაპედარესტებულიყო ქართველები,
საბჭოთა წყობამ შეუშალა ხელიო. ?
საქართველოს საბჭოთა წარსული ისეთივე საღ ისტორიულ განხილვას უნდა ექვემდებარებოდეს,
როგორც ნებისმიერი სხვა ეპოქა: მისხალ-მისხალ
იწონებოდეს ყველაფერ, რაც იყო დადებით და იყო
უარყოფითი. ეს კი იმისთვისაა საჭირო, – შეცდომები
არ გაიმეორო და არა იმისთვის, რომ წამხდარი ადამიანები
მას უფსკრულისკენ მიაქანებდეს.