ეკვადორის პოლიციამ რუსეთში გასაგზავნ ბანანის ყუთებში მილიონობით დოლარის ღირებულების კოკაინი აღმოაჩინა

ეკვადორის პოლიციამ რუსეთსა და ბელგიაში გასაგზავნ ტვირთში კოკაინის 800-ზე მეტი შეკვრა აღმოაჩინა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ტელეკომპანია Ecuavisa-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კოკაინი, რომელსაც ბანანის ყუთებში მალავდნენ, ქალაქ გუაიაკილის პორტში ნახეს.

ტვირთის წონა არ კონკრეტდება, თუმცა ტელეკომპანიის ცნობით, მისი ღირებულება, სავარაუდოდ, რამდენიმე მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.