თბილისის მოსახლეობის 35%-ს კოვიდი ისე აქვს გადატანილი, რომ ამის შესახებ არ იცის

ქვეყნის მასშტაბით, ეპიდვითარება სტაბილურ ტენდენციას ინარჩუნებს. მიუხედავად ამისა, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველო მესამე ტალღის ფაზაში რჩება, თუმცა მკვეთრი აღმავლობა არ შეინიშნება.

ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის სტაბილური მაჩვენებელი მოსახლეობის პასუხისმგებლობამ და ვაქცინაციის პროცესის დაწყებამ განაპირობა. მისივე თქმით, თბილისის მოსახლეობის 35%-ს კოვიდი ისე აქვს გადატანილი, რომ ამის შესახებ არ იცის.

„ბოლო 7 დღეში შეიმჩნევა როგორც ახალი შემთხვევების, ისე დადებითობის კლების ტენდენცია. მესამე ტალღა ჯერჯერობით გრძელდება, უბრალოდ ვთვლით, რომ პიკმა გადაიარა. უნდა გაგრძელდეს ყველა მაქსიმალურად ყველა რეგულაციის შესრულება“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ „ქრონიკასთან“ სატელეფონო ჩართვაში.

 

 

“იმედინიუსი”