11 დღიანი დაპირისპირების შემდეგ ისრაელსა და პალესტინას შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა

ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. მხარეებმა 11 დღიანი დაპირისპირების შემდეგ შეთანხმებას ეგვიპტის შუამავლობით მიაღწიეს.

გადაწყვეტილებას ზეიმობენ პალესტინელები. “ჰამასი” აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა პალესტინელებისთვის გამარჯვებაა. კონფლიქტში თავს გამარჯვებულად აცხადებს ისრაელიც.

ცეცხლის შეწყვეტას მონიტორინგს ეგვიპტის დელეგაციები გაუწევენ. შეთანხმებას მიესალმებიან მსოფლიოს ლიდერები. მომდევნო დღეებში ახლო აღმოსავლეთში ჩავა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი.

ისრაელსა და “ჰამასს” შორის იერიშები 10 მაისს დაიწყო და მას საერთო ჯამში 244 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გარდაცვლილებს შორის 67 ბავშვია.

 

“რუსთავი2”