წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ავარიის შედეგად ოთხი ახალგაზრდა დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულები ამავე სოფლის მცხოვრებლები არიან. ისინი ბოლო ზარის აღსანიშნავად ზუგდიდში მიემგზავრებოდნენ, რა დროსაც ავტომანქანა წყლის არხში ჩავარდა.
დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. მათი მდგომარეობა სავარაუდოდ მძიმე არ არის.
წყარო: ptn.ge