დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძის აზრით, თუ რაიონებში სოციალური ქსელებით დაკავდებიან მოქალაქეები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ვეღარ მოიცლიან.
“სოციალურ ქსელებში იმდენი რამე იწერება. სოციალური ქსელებით რომ იყვნენ დაკავებულები ჩვენი თანამოქალაქეები რაიონებში, მე მგონი სამუშაოდ ვერ მოიცლიან, რომ სოფლის მეურნეობას და კარმიდამოს მიხედონ. იქ ისეთ რამეს წააწყდებიან. მე რომ ვკითხულობ, მე მეშინია იმის მერე აცრების”, – განაცხადა პაატა იმნაძემ “პირველი არხის” ეთერში.
“რეზონანსი”