მაისში საქართველოში დაგეგმილი ევროსაბჭოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ჩაშლა ქართული მხარის მიზეზით და მინისტერიალის სტრასბურგში გადატანა მთავრობის სუსტი პოზიციებით არის განპირობებული – ასეთი დასკვნა კეთდება “ნიუსფრონტ-საქართველოს” მიერ მაღალი რანგის სამთავრობო წრეებიდან მიღებული შეფასებით.
კერძოდ, ჩვენმა წყარომ კულუარულ საბარში განაცხადა: “მთავრობა ვერ შეთანხმდა, როგორ შეიძლებოდა, სამართლებრივი გზით რუსი დიპლომატების შემოშვება. მაგრამ ეს არ იყო მთავარი, მთავარი ისაა, რომ არსებობდა ოპოზიციის მიერ ატეხილი ხმაურის შიში, წინასაარჩევნო ვითარებაში. შეიძლებოდა, ეს ყველაფერი მინისტერიალის დაგეგმვამდე გათვლილიყო და შეფასებულიყო. ახლა კი ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟი კიდევ ერთხელ შეილახა და გამოდის, რომ მთავრობამ უბრალოდ ჩაისვარა”.