საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
22 მაისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 581 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგოინებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 581 შემთხვევა, აჭარა – 96, იმერეთი – 84, ქვემო ქართლი – 55, შიდა ქართლი – 42, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 100, კახეთი – 55, მცხეთა-მთიანეთი – 23, სამცხე-ჯავახეთი – 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1071 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის მაჩვენებელი კი 3.57%-ია.
წყარო: ptn.ge