დღეს აფხაზეთის დღე აღინიშნება

დღეს საქართველოში აფხაზეთის დღე აღინიშნება.

ეს დღე 2014 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ერთ-ერთი მოციქულის, აფხაზეთის მიწაზე დაკრძალული წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღეს დააწესა.

ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოში „აფხაზეთობის“ კვირეული ჩატარდა, რომელიც 20 მაისს, მზიურის პარკში, ფოტოგამოფენით „კადრები აფხაზეთიდან“ გაიხსნა, 21 მაისს დევნილი მოზარდებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება გაიმართა, ასევე, ჩატარდა საცხენოსნო შეჯიბრიც.

 

“იმედინიუსი”