ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა ექსპრეს-კომენტარი გააკეთა საქართველოში პირველ მოქალაქეზე ჩინური კორონავირუსის დაფიქსირების გამო:

„საბაჟოზე მესაზღვრეებმა შეამოწმეს მოქალაქეები. მესაზღვრეები ეკიპირებული იყვნენ, რადგან მათი ჯანმრთელობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ასრულებენ ჩვენ ყველა მითითებას, რაც ამცირებს რისკს.

მიუხედავად ამისა, ვახორციელებთ ამ მებაჟეების კონტროლსაც, ისინი გადაყვანილი არიან საკარანტინო სივრცეში. ამ ეტაპისთვის პაციენტი მოთავსებულია ინფექციურში მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მინდა, დავამშვიდო საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ არ გვაქვს პანიკის რისკი ვინაიდან, მთავრობა ყველაფერს ახორციელებს და მივმართავთ ყველა ზომას, რომ არ გვქონდეს კორონავირუსის ეპიდემია. სულ რამდენიმე წუთის წინ დავასრულეთ პრემიერთან საგანგებო საბჭოს შეხვედრა, სადაც მივიღეთ დამატებითი გადაწყვეტილებები. ამ ეტაპისთვის გვაქვს საკმარისი საკარანტინე, ისევე როგორც სათანადოდ აღჭურვილი და მომზადებული საავადმყოფო სივრცეები“, – განაცხადა ტიკარაძემ.