ინფექციურიდან 12 პაციენტი აბასთუმანში გადაიყვანეს

გუშინწინ საავადმყოფოში მოთავსებული 19 პაციენტიდან 12 აბასთუმანში, ე.წ. საკარანტინო სივრცეში გადავიყვანეთ, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ეზუგბაიას თქმით, დღეს კი ექიმებს კიდევ სამმა ადამიანმა მიმართა. მათი კვლევის შედეგები დღეს გახდება ცნობილი. შესაბამისად, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 10 პაციენტი იმყოფება.

„მისი მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო, მაგრამ მასთან დადასტურდა ეს ვირუსი. ახლა ეს პაციენტი ჩვენთან არის, მეთვალყურეობას გაივლის, იმიტომ რომ ამ დაავადებას აქვს თავისი სირთულეები. შესაძლებელია თავდაპირველად არ იყოს მძიმე, მაგრამ ამ პაციენტის მდგომარეობის დამძიმება შეიძლება უცბად განვითარდეს. მისი თანმხლები პირიც ჩვენთან დარჩა. ეს მეორე პირიც ძალიან მჭიდრო კონტაქტში იყო, იმიტომ რომ ისინი ერთად მოგზაურობდნენ. ამ პაციენტზეც მეთვალყურეობა გრძელდება. მასთანაც ტემპერატურა ნორმალურია, არანაირი ჩივილი არ აქვს, კვლევებით არანაირი ცვლილებები არ უვლინდება. 14 დღის ინტერვალში თუ არ მოხდება ვირუსის დეტექცია, ამ შემთხვევაში ეს პაციენტი დატოვებს ალბათ ჩვენ ცენტრს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ექიმებს ყველა იმ ადამიანმა უნდა მიმართოს, ვისაც დაავადებულებთან ჰქონდა კონტაქტი და ვირუსის გავრცელების არეალის ქვეყნებში იმყოფებოდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ, 26 თებერლვალსდადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე, 50 წლის კაცია, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.