ხელისუფლებამ ოპოზიას 110/40-ზე პროპორცია შესთავაზა

ხელისუფლებამ ოპოზიციას მანდატების განაწილების ახალი პროპორცია შესთავაზა, რომლის მიხედვითაც 110 დეპუტატი პროპორციული სისტემით აირჩევა, ხოლო 40 – მაჟორიტარულით. ინფორმაცია მედიას ახალი საქართველოს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის ელჩის ორგანიზებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიაწოდა.

“კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი მხრიდან შეთანხმება მხოლოდ ორი კომპონენტის შემთხვევაში შედგება. პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე უარის თქმა და რაც მთავარია პროპორციული მისწრაფების გათვალისწინება მაქსიმალურად. რა არის ეს? რომ 40%-ზე ნაკლები ვისაც აქვს მხარდაჭერა, მას არ შეეძლოს დამოუკიდებლად უმრავლესობის ფორმირება. 110/40-ზე ამ ტესტს არ გადის, აქედან გამომდინარე ჩვენ ამას ვერ დავეთანხმებით. ამას არავინ ეთანხმება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციას ერთიანი პოზიცია აქვს,”- განაცხადა ვაშაძემ.

ამ დრომდე ხელისუფლებას ოპოზიციას მანდატების 100/50-ზე განაწილებას სთავაზობდა.