ბათუმის საზღვაო აკადემიის და ტრანსპორტის სააგენტოს არაჯანსაღი პოლიტიზაცია – ღია წერილი ცოტნე ანანიძეს

ღია წერილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომეტიტეტის თავმჯდომარეს ბ-ნ ცოტნე ანანიძეს

ბატონო ცოტნე, პირველ რიგში მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა და მოგმართოთ შემდეგი საკითხით, რომელიც საზღვაო სფეროს უკავშირდება.

საზღვაო სფერო, რომელიც წარმოადგენს დიდ ადამიანურ რესურსს (11 ათასი მეზღვაური და 5 ათასი საზღვაო აკადემიის სტუდენტს, პლიუს 400მდე თანამშრომელს), გახლავთ პოლიტიკური ავანტიურების ბასტიონი ავტონომიურ რესპუბლიკაში: როგორც საზღვაო სააგენტოს თანამშრომლები, ისე აკადემიის ლექტორები, თანამშრომლების და სტუდენტების პოლიტიკური ნიშნით გარჩევას ახდენენ და მე შემიძლია ამის დამადასტურებელი მასალები პირადად მოგაწოდოთ.

მაგალითისთვის: აკადემიის ლექტორი ირაკლი შარაბიძე სტუდენტებს არჩევს პოლიტიკური ნიშნით და ახალისებს “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს საზღვაო აკადემიაში, რითაც უხეშად არღვევს სტუდენტების უფლებებს და ცდილობს, მათ შეუქმნას არათანაბარი პირობები აკადემიაში.

ასევე შემიძლია, ვისაუბრო საზღვაო სააგენტოს ირგვლივ, სადაც სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი და მისი მოადგილე ვანიკო აბაშიძე თანამშრომლებს ასევე პოლიტიკური ნიშნით სდევნიან და საკუთარ კომპეტენციებს არასრულფასოვნად ასრულებენ.

მაგალითისთვის : გასულ წელს ლიბიაში გატაცებული მეზღვაურების მშობლებს უწყების მაღალჩინოსნები დაემალნენ და მათზე დაკისრებული კანონის შესაბამისი პასუხისმგებლობა თავიდან აიცილეს.

ბატონო ცოტნე, მინდა მოგახსენოთ მეზღვაურების მძიმე ყოფასთან დაკავშირებით, რომლებიც საზღვაო სააგენტოს მხრიდან არათუ მიტოვებულნი, არამედ საფრთხეშიც არაერთხელ ჩავარდნილი გახლავან. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ 2018 წლის 25 ივნისი გემი “კადეტი”, რომელიც ვითომდა საერთაშორისო ნაოსნობაში გაუშვეს. აღნიშნული გემი ვერასდროს ვერ გავა საერთაშორიო ნაოსნობაში, რადგან ის არ აკმაყოფილებს სტანდარტებს და მოთხოვნებს. გემი გაუშვეს პომპეზურად ზღვაში, რომელზეც იმყოფებოდნენ 40-მდე სტაჟიორი კურსანტი მეზღვაური და გაჩერდა კვარიათის მიდამოებში. მეორე დღესვე “რუსთავი2”-მა მიუძღვნა სიუჟეტი აღნიშნულ თემას და პრემიერი გააკრიტიკეს საჯაროდ. იოსელიანს რომ ”გაეპრავებინა” მისი ეს ქმედება, მესამე დღეს უფრო დიდი შეცდომა დაუშვა და უბრძანა გემს, გადაეკვეთა 12 მილიანი ზონა და გასულიყო საერთაშორისო ტერიტორიულ წყლებში ყოველგვარი საბუთის გარეშე.

ასე და ამრიგად, საზღვაო სააგენტოს გენ. დირექტორი თავისი თანამდებობის გამო კურსანტების სიცოცხლესაც კი ჩააგდებს საფრთხეში.

ამ წერილით შევეცადე მოკლედ გადმომეცა მეზღვაურების და კურსანტების პრობლემები და მათი უფლებების უხეში დარღვევა, მინდა მოგმართოთ შემდეგით და გთხოვოთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და გადადგათ შესაბამისი ნაბიჯები მეზღვაურების უფლებების დასაცავად.

P:S ფაქტებისადმი უგუნებელყოფა კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანს და სფერო, რომელიც ”შლეგი” დირექტორის ხელშია, განწირულია დასაღუპად.

 

ირაკლი ჯანყარაშვილი