ირანის ყოფილი ელჩი ვატიკანსა და ეგვიპტეში, ჰადი ჰოსროუშახი კოროვანირუსით გარდაიცვალა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
სააგენტო IRNA-ს ინფორმაციით, ყოფილი ელჩი გუშინ თეირანის ერთ-ერთ საავადმყოფოში შეიყვანეს, სადაც მას კორონავირუსი დაუდგინეს. დიპლომატი ყუმში დაინფიცირდა. ის დღეს გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ირანში 245 ადამიანია ინფიცირებული, 26 გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი დღეს ირანის ვიცე-პრეზიდენტს დაუდასტურდა.