ნამოხვანჰესი, ჩემი მინისტრობისას რომ დაწყებულიყო, უკვე აშენებულიც იქნებოდა

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის პროექტი მინი ენერგეტიკის მინისტრობისას, რომ დაწყებულიყო, დღეს უკვე აშენებულიც იქნებოდა.

ასე უპასუხა კალაძემ ჟურნალისტი კითხვას, რომელსაც აინტერესებდა მინის ენერგეტიკის მინისტრობისას ხომ არ გადაიდგა პირველი ნაბიჯები ამ პროექტის მიმართულებით. კალაძის თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

“რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში, მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნეს გამოყენებული ის რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ იყვნენ დამოკიდებული რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე. ეს გრძევალდიან პერსპექტივაში ცუდია, რადგან პირდაპირ აისახება ჩვენს ჯიბეებზე, რადგან მაღალი ტარიფების გადახდა გვიწევს. ამიტომ, მნიშნელოვანია ჩვენი რესურსების სწორად გამოყენება.

ჩემი ენერგეტიკის მინისტრობისას ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა ქვეყანაში, რაც ძალიან მეამაყება და მაგარია ქვეყნისთვის”, – განაცხადა კალაძემ, რომელიც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე 2012-2016 წლებში მუშაობდა.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ხელისუფლებას მათი მოთხოვნების შესასრულებლად დღეს, 12:00 საათამდე მისცეს დრო, შემდეგ კი დედაქალაქის პიკეტირება დააანონსეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ოთხი ძირითადი მოთხოვნა აქვთ:

  • გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
  • გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”.
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხსიმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ ჰესთან დაკავშირებულ დოკუმენტებს.

 

“ნეტგაზეთი”