ულტიმატუმის ენით საუბარი არის კატეგორიულად მიუღებელი, ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი – ირაკლი ღარიბაშვილი.
„ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი არის კატეგორიულად მიუღებელი. ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ნამახვანჰესის“ შესახებ საუბრისას განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილი ამბობს, მოსალაპარაკებლად ხელისუფლებამ თითქმის ყველაფერი გააკეთა.
„პროტესტის მონაწილეებს შევთავაზეთ შესაფერისი დიალოგის ფორმატი. არაერთი მცდელობა იყო ჩვენი მხრიდან. ჩემი პირადი წარმომადგენელი, გუბერნატორები და სამინისტროები ჩავრთე. ამას გარდა, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მოვიწვიეთ, რომელიც კიდევ ერთხელ დეტალურად შეისწავლის ამ პროექტის ყველა ნიუანსსა და დეტალს, გარემოს ზემოქმედების ეფექტებს.
წყარო: report.ge