დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განცხადება გააკეთა:
„ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში არის 29 მოქალაქე. დღეს აღებული იქნა 24 სინჯი და მიმდინარეობს კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში. დიდი ალბათობით, არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ გვქონდეს დადებითი შემთხვევა, მაგრამ ჩვენ ამან არ უნდა დაგვაფრთხოს, რამეთუ მე ჯერ ორშაბათის ბრიფინგზე მოგახსენეთ, რომ ევროპაში სერიოზული ზრდა მიმდინარეობს. დღეს მთლიანად მსოფლიოში დადასტურებული შემთხვევები არის 51 ქვეყანაში. გუშინდელიდან დღემდე კიდევ დაემატა 6 ქვეყანა. აქედან გამომდინარე, მკაცრი ფრენების აკრძალვა თუ მკაცრი რეჟიმები საზღვრებზე თანდათანობით ( შეკავების ფაზა) დიდ შედეგს არ იძლევა. რამეთუ ინფექციას მარტო საზღვრების კონტროლით ვერ შეაჩერებ და უფრო მეტი ყურადღება გადადის ადამიანთა სავარაუდო შემთხვევათა იზოლაციაზე, თვითიზოლაციზე და საჭირო სამკურნალო პრეპარატებით მკურნალობაზე “-განაცხადა გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით, კლინიკაში 34 პაციენტი წევს.