ჩვენ თუ გვინდა, რომ ქვეყანა დავალაგოთ, ჩვენ უნდა დავალაგოთ, მათ შორის მასმედიაც.
რეგულატორი, რომელიც უნდა იყოს ბევრად უფრო ქმედითი და მკაცრი, უნდა არეგულირებდეს ისეთ დაუშვებელ რაღაცებს, როგორიცაა შუღლის გაღვივებას, ეროვნებათაშორის შუღლის, რელიგიათა შუღლის, ცილისწამებას და ამაზე პირდაპირ უნდა სჯიდეს უსასტიკესად. ტელევიზიამ, რომელსაც წვლილი მიუძღვის პოლიტიკური მიზნებისთვის ქვეყნის არევის მცდელობაში, ქვია ტელეტერორისტი და ეს უნდა ისჯებოდეს სახელმწიფოს მიერ უსასტიკესად იმიტომ, რომ ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობის
განაცხადა მოძრაობა ერის დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ გადაცემაში კიდობანი.