ჯო ბაიდენის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ შესაბამის ზომებს განიხილავს.
ბაიდენმა Ryanair–ის ფრენის გადამისამართებას საბერძნეთიდან ლიტვაში – „საერთაშორისო ნორმების პირდაპირი დარღვევა“ უწოდა და ბელარუსს რომან პროტასევიჩის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
„მე ვუერთდები საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოწოდებებს, რათა ამ საქმეზე ყველა ფაქტი დადგინდეს. მივესალმები, რომ ევროკავშირი გამოვიდა მიზნობრივი ეკონომიკური სანქციებისა და სხვა ზომების დაწესების მოწოდებით.
მე ვთხოვე ჩემს გუნდს, ევროკავშირთან, სხვა მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციაში შეიმუშაონ შესაბამისი ვარიანტი, რათა დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ“, – აღნიშნავს ბაიდენი განცხადებაში.
ჯო ბაიდენის განცხადებით, მათ ბრძოლაში ევროკავშირი გააგრძელებს ბელარუსი ხალხის გვერდით დგომას.