ქართული ოცნება და ოპოზიციური ფლანგი აბსოლუტურ სიმბიოზშია – გიორგი მდივანი

მთელი დღეა ვუყურებ როგორ ხდება ჭეშმარიტად სახალხო პროტესტის გაშავება, ხელისუფლების და ოპოზიციის მხრიდან ორკესტრირებულად, თითქოს სინქრონში მოქმედებენო.

მაგრამ თუ სიღრმისეულად გავაანალიზებთ ბევრ ფუნდამენტურ საკითხს, ქართული ოცნება და ოპოზიციური ფლანგი აბსოლუტურ სიმბიოზშია.
იქნება ეს კონსტიტუციურად გაწერილი ეკონომიკური სუვერენიტეტის კასტრაცია, რაც 94-ე მუხლში აისახა, იქნება ეს ნეოლიბერალური პოლიტიკის გაფეტიშება, იქნება ეს დასავლეთის მიმართ ქვეშევრდომული პოზიციონირება, იქნება ეს ”ვაშინგტონის კონსენსუსის” ხაზის უპირობო შესრულება, თითქმის ყველა უმნიშვნელოვანეს საკითხში ისინი აბსოლუტურ ჰარმონიაში არიან.
რა გასაკვირია, რომ ისინი შეშფოთებულები არიან ჭეშმარიტად სახალხო პროტესტით, რადგანაც მშვენივრად ათვიცნობიერებენ, რომ ეს პროტესტი მივა თავის ლოგიკურ გაგრძელებამდე – ამბოხამდე ბიზნეს ელიტების წინააღმდეგ, რომელთაც მთელი ქვეყნის სიმდიდრე დაინაწილეს, ქვეყნის მოსახლეობას ხვალინდელი დღე მოპარეს და გაუკუღმართებული ილუზიებით კვებავენ.