ფაუჩი დარწმუნებული არ არის, რომ კორონავირუსი ბუნებრივად განვითარდა

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი დარწმუნებული არ არის, რომ კორონავირუსი ბუნებრივად განვითარდა.

ინფორმაციას ამის შესახებ Fox news-ი ავრცელებს.

ფაუჩის თქმით, ვირუსის წარმომავლობის დასადგენად გამოძიების ჩატარებაა საჭირო.

ჟურნალისტის კითხვაზე – „კორონავირუსის წარმოშობის გარშემო ჯერ კიდევ ბევრი ბურუსია, კვლავ დარწმუნებული ხართ, რომ ის ბუნებრივად განვითარდა?“ – ფაუჩიმ შემდეგნაირად უპასუხა:

– “სინამდვილეში, არა. არ ვარ ამაში დარწმუნებული, ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გამოძიება, თუ რა მოხდა ჩინეთში, ვიდრე ჩვენი მაქსიმალური შესაძლებლობების ფარგლებში არ დავადგენთ, რა მოხდა. ადამიანები, რომლებიც ამას იძიებდნენ, ამბობენ, რომ ის სავარაუდოდ ცხოველთა რეზერვუარიდან წარმოიშვა და შემდეგ დააინფიცირა ადამიანები, თუმცა ეს შესაძლოა, ყოფილიყო რამე სხვა და ჩვენ ეს უნდა გავარკვიოთ. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ვთქვი, რომ მე ვემხრობი ნებისმიერ გამოძიებას, რომელიც ვირუსის წარმოშობას იკვლევს” – აცხადებს ფაუჩი.

წყარო: itv.ge