“ნამახვანჰესთან” დაკავშირებით დიალოგზე მზადყოფნაა, მაინტერესებს, რას აპროტესტებს ამ ჯგუფის ორგანიზატორი – თალაკვაძე.
„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ყველა კითხვაზე იყო პასუხი, დიალოგზე არის მზადყოფნა, მაინტერესებს, რას აპროტესტებს ამ ჯგუფის ორგანიზატორი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„იმ ფონზე, როდესაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი და მისი აშენება თვეებია, არ ხდება, როცა პრემიერმა თქვა, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება ხელახლა მოხდება და ხელშეკრულების ექსპერტიზა ჩატარდება დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ, მაინტერესებს, რას აპროტესტებს ამ ჯგუფის ორგანიზატორი და რა არის მოთხოვნები, თუ არა ის, რომ საერთოდ გაუქმდეს პროექტი? ეს დამოკიდებულება მიუღებელია ისევე, როგორც ულტიმატუმებით საუბარი. ეს არ არის ფორმა, რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა არსებობდეს.
ძალიან სერიოზული კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ამ აქციების რეალური მიზეზი – მეტი საჯარო განმარტება უნდა გაკეთდეს აქციის მონაწილეების მხრიდან. საქართველოს სტრატეგიული ინტერესია, რომ გაიზარდოს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხი და საქართველოში ენერგო სისტემამ გამოიმუშაოს მეტი ელექტროენერგია. ეს პირდაპირ დაკავშირებულია ეკონომიკურ ზრდასთან და ახალ სამუშაო ადგილებთან. როცა ყველა კითხვაზე იყო პასუხები და დიალოგზე არის მზადყოფნა, ეს პროტესტი რას ემსახურება და მიმართული არის თუ არა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ? ეს არის მთავარი კითხვა, რაზეც პასუხები უნდა მოვისმინოთ“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ნამახვანჰესის“ მოწინააღდეგეთა აქცია დღეს 16:00 საათზე განახლდება.
წყარო: report.ge