რუსმა სუპერტალანტმა თბილისში საქველმოქმედო კონცერტი გამართა

გუშინ, თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა რუსი სუპერტალანტის, სერგეი ბელიავსკის საფორტეპიანო კონცერტი.

1993 წელს დაბადებულმა სერგეი ბელიავსკიმ მოსკოვის კონსერვატორია, ელისო ვირსალაძის კლასი, 2016 წელს წარჩინებით დაამთავრა, სწავლა კი მაგისტრატურაში, ტელ-ავივში განაგრძო. გავლილი აქვს თანამედროვე მსოფლიო პიანისტთა კორიფეების მასტერ-კლასები.

თბილისში სერგეიმ შეასრულა ბეთჰოვენის, პროკოფიევის, დებიუსის, ლისტის ნაწარმოებები. მაყურებელი აღფრთოვანებული დარჩა, ეს იყო დიდებული კონცერტი.

ცნობილია, რომ კონცერტს საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა, მისგან შემოსული თანხა მოხმარდება თბილისის კონსერვატორიის აუცილებელი ხარჯების დაფარვას, მათ შორის, როიალების შეკეთებას.

ქვემოთ გთავაზობთ სერგეი ბელიავსკის მიერ ადრე შესრულებულ ლისტს, ეს არის მართლაც ბრწყინვალე შესრულება: