გაზსადენ Nord Stream 2-ის წინააღმდეგ სანქციები ევროპასთან ურთიერთობებისთვის კონტრპროდუქტიული იქნებოდა – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, გაზსადენ Nord Stream 2-ის პროექტში ჩართული კომპანიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ პროექტი თითქმის დასრულებულია და სანქციების დაწესებამ შესაძლოა ევროპასთან ურთიერთობებს ზიანი მიაყენოს.

კითხვაზე, თუ რატომ აძლევს ის გერმანიასა და რუსეთს პროექტის დასრულების საშუალებას, ბაიდენმა უპასუხა: ”რადგან იგი თითქმის მთლიანად დასრულებულია, პირველი… ვფიქრობ, ახლა სანქციების დაწესება ევროპასთან ჩვენი ურთიერობების თვალსაზრისით კონტრპროდუქტიული იქნება,“- აღნიშნა ბაიდენმა.

იყავით კონტრპროდუქტიული ჩვენი ევროპული ურთიერთობების თვალსაზრისით. ”

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ აშშ-მა გაზსადენ Nord Stream 2 -ის პროექტში ჩართულ კომპანიას – Nord Stream 2 AG-ს და მის აღმასრულებელ დირექტორს, მათიას ვარნინგს სანქციები გაუუქმა. სააგენტოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს ანგარიში გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია Nord Stream 2 AG და მისი აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია, ისეთ საქმიანობაში არიან ჩართული, რომელიც ამერიკის კანონმდებლობის შესაბამისად, სანქციებს იმსახურებს. თუმცა, აშშ-ის ეროვნული უსაფრთოხებიდან გამომდინარე, დეპარტამენტი სანქციებზე უარს აცხადებს.