რეგვენს საქართველო მართლა დამოუკიდებელი ეგონაო, აქონ და ადიდონ ეს დიდი ფარსი-ირაკლი დოჭვირი

სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი დოჭვირი სოციალურ ქსელში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თავისებურად ეხმაურება:

რეგვენს საქართველო მართლა დამოუკიდებელი ეგონაო! (ხალხური ანდაზა)
აჰა მოვიდა 26 მაისიც და დაიწყება მილოცვები. პირველი ის მოგვილოცავს დამოუკიდებლობას ვისზეც ყველაზე მეტად ვართ დამოკიდებული და ვინც ყველაზე მეტად შელახა საქართველოს სუვერენიტეტი. ეს იქნება შარლ მიშელი. მერე ამას მოყვება ადამ კიზინგერი. კარლ ჰარცელი, კენი დეგნარი, თურქეთის ელჩი და ა შ. ჩვენ მთავრობას დღევანდელ დღისთვის სანახაობაც აქვს შემონახული, გენერალ გიორგი ჩიქოვანის მთაწმინდაზე დაკრძალვა. ასე რომ მიუჯექით ტელევიზორს და უყურეთ ჩვენ სახელოვან ჟურნალისტებს რომლებიც კიდევ ერთხელ თავში ჩაქუჩით ჩაგიჭედავენ ამ დიადი თარიღის მნიშვნელობას, მაგრამ რაც არ უნდა მოაწყონ. აქონ და ადიდონ ეს დიდი ფარსი არის ერთი ქართული ანდაზა: რეგვენს საქართველო მართლა დამოუკიდებელი ეგონაო.