ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა

ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში ინდოეთში კოვიდის 208,921-ი და გარდაცვალების 4,157 შემთხვევა დაფიქსირდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში ვირუსის 27,157,795 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 311,421-ს შეადგენს.

წყარო: newposts.ge