სახმელეთო საზღვრის გახსნის შემდეგ, ტურისტების რაოდენობა უფრო გაიზრდება – ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა სახმელეთო საზღვრების გახსნას ეხმაურება.

როგორც ნათია თურნავა ამბობს, საზღვრების გახსნა მყისიერად აისახება ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
– “ტურიზმის ზრდა გავლენას ახდენს ლარის კურსის დასტაბილურებაზე, რასაც ახლა ვხედავთ. რაზეც ზემოქმედებს სხვადასხვა ფაქტორი და პირველ რიგში ტურისტების მიერ შემოტანილი სავალუტო შემოსავლები და ასევე დადებითი მოლოდინები, რასაც ეს ფაქტი ქმნის. 1-ლი ივნისიდან სახმელეთო საზღვრის გახსნის შემდეგ, ტურისტების რაოდენობა უფრო გაიზრდება” – აღნიშნა თურნავამ.

ცნობისთვის, 1-ლი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება.

წყარო: report.ge