1 ივნისიდან სომხეთში გარე სივრეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთანავე, გამოცემის ცნობით, 1 ივლისიდან იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთეს, პირბადის ტარების ვალდებულება შიდა სივრცეებშიც მოიხსნება.
ცნობისთვის, სომხეთში იმუნიზაციის პროცესი შემდეგი ვაქცინებით მიმდინარეობს: Armenia, AstraZeneca, CoronaVac და Sputnik V-ი.
წყარო: itv.ge