პუბლიცისტი დავით მხეიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
დღეს ავიაგამანადგურებლთა გადაშხუილებამ თბილისის თავზე, რომელთა ხმამ ლამის გული გამიხეთქა. ჯერ ვიფიქრე მთაწმინდაზე ვულკანმა ხომ არ ამოხეთქა, მერე რუსეთმა ხომ არ “დაგვაყარა” უმადურ ქართველებს და ნატოს ავიაცია ხომ არ გვეხმარება, როგორც 2008-ში. მოკლედ რა არ ვიფიქრე სინამდვილის გარდა _ დღეს თურმე დამოუკიდებლობის აღსანიშნავი “პრაზდნიკი” არ ყოფილა, რომელიც სამხედრო აღლუმით აღუნიშნავს ნატოს მიერ გაწვრთნილ საქართველოს “უძლეველ” არმიას. ხუმრობა ღადაობა იქით იყოს და პუბლიცისტ კაცს, გუშინ არ გამხსენებია, რომ ხვალ (ანუ დღეს) 26 მაისი თენდებოდა _ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღე, რომელიც ყველა თავმოყვარე ქვეყნის მოსახლეობისთვის წმინდათა წმინდა საერო დღესასწაულია! რატომ არ გამხსენებია? არც თავმოყვარეობა მაკლია და არც პატრიოტობა, მაგრამ ამავე დროს ცოდნა-განათლების ნაკლებობასაც რომ არ ვუჩივი, სწორედ ეს არის ჩემი გუშინდელი გულმავიწყობის მიზეზი. ჯერ ერთი დამოუკიდებლობა ზვიად გამსახურდიამ 9 აპრილს გამოაცხადა და შესაბამისად 9 აპრილია დამოუკიდებლობის დღე და არა 26 მაისი, როდესაც ილიას მკვლელმა სოციალ დემოკრატებმა (იგივე მენშევიკები) გეოპოლიტიკურ გარემოებათა გამო, შეიძლება ითქვას, რომ 1918 წლის 26 მაისს იძულებით გამოაცხადეს საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგრამ ეს “უმნიშვნელო” დეტალებიც რომ არა აგერ უკვე 30 წელიწადია, რის და ვის დამოუკიდებლობას გვაზეიმებენ? საქართველო სახელმწიფოა და თანაც დამოუკიდებელი? თუ ე.წ. კოლექტიური დასავლეთის (წაიკითხე, აშშ) მარიონეტი შნირი? რომლის ერთადერთი მიღწევა, საყოველთაო რუსოფობიით მოცულ დასავლეთში ერთ-ერთი პირველთაგანია და აქედან გამომდინარე ვლადიმერ პუტინი თვის მუქარას შეასრულებს და რუსოფობთაგან ერთ-ერთ პირველს, საქართველოს ჩაუმტვრევს კბილებს! აი, რატომ არ მრცხვენია ჩემი გუშინდელი გულმავიწყობის…