3 ივნისიდან თბილისი-ათენის მიმართულებით რეგულარული ფრენები განახლდება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივნისიდან საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ათენი – თბილისი – ათენის საჰაერო ხაზზე ავიარეისებს ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines შეასრულებს. უწყების ცნობითვე, ავიაკომპანია თავდაპირველად კვირაში ერთხელ იფრენს, თუმცა ფრენების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

An Aegean Airlines Airbus A320neo aircraft as seen during take-off, rotation and flying in the blue sky as the passenger jet is departing from the Greek capital, Athens International Airport ATH LGAV on August, 26, 2020. The new, modern and advanced narrow-body airliner is an Airbus A320 NEO series with the new livery scheme, AEGEAN new logo paint. The airplane has the registration SX-NEB. Aegean Airlines A3 AEE is a member of Star Alliance aviation alliance and flag carrier of the country. (Photo by Nicolas Economou/NurPhoto)

ათენი – თბილისი – ათენის მიმართულებით რეგულარული რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება: 3 ივნისიდან 29 ოქტომბრამდე, რეგულარული რეისები განხორციელდება ყოველ პარასკევს, 4 ივლისიდან სეზონის ბოლომდე (29 ოქტომბერი), დაემატება კიდევ ერთი სიხშირე და ფრენები შესრულდება ყოველ პარასკევს და კვირას, ხოლო 21 ივლისიდან, ავიაკომპანია დაამატებს მესამე სიხშირეს და სეზონის დარჩენილ პერიოდში ფრენები განხორციელდება ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Aegean Airlines-ს საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის ნებართვა 25 მაისს მიანიჭა.

“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს,” — აცხადებენ ავიაციის სააგენტოში.

 

“ნეტგაზეთი”