თეოლოგიის დოქტორი, პოეტი ვაჟა ოთარაშვილი გაზეთ “საქართველო და მსოფლიო”-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოში არსებულ პრობლემებზე საუბრობს:
მოდი, ასე შევხედოთ: 300 არაგველი მამათმავალი რომ ყოფილიყო, იომებდა კრწანისის ველზე, გაწირავდა თავს სამშობლოსთვის?! აქ სხვა მამაკაცურ, რაინდულ სინდრომზეა ლაპარაკი, ამიტომ ნუ ვეწინააღმდეგებით უფალს. უფალმა თავის ხატად გააჩინა კაცი კაცად და ქალი _ ქალად, ჩვენ კი რას ვაკეთებთ? უფლის ხატებას ვანგრევთ?! ეს არის დანაშაული მომავალი თაობების წინაშე…
ბიბლიაში ბევრი მაგალითია ცოდვილის მიტევების, მაგალითად, ჯვარცმული ავაზაკყოფილი მონანიების შემდეგ პირველი შევიდა ცათა სასუფეველში, მეძავსა და მემრუშეს უფალი მიუტევებს თუ აღარ გაიმეორებენ ცოდვებს და წმინდანად ქცეულან მერე ეს ადამიანები… მამათმავალთა ცოდვა სოდომ-გომორის ცეცხლით მთავრდება და უმეტეს ყოველთა საძაგელია ეს ცოდვა უფლის წინაშეო, _ განმარტავენ წმინდა მამები… თუმცა მოწყალეა უფალი, თუ ადამიანი შეინანებს… აი, ეს არის სიმართლე და ეს არის რეალობა, ამიტომ აქ საგანგაშო ის კი არ არის, რას გაიძახოდნენ ბავშვები ქუჩაში, საგანგაშოა ის, რომ მათ სკოლებში არ ასწავლეს არაფერი…
ქართულ სკოლებში აუცილებლად უნდა შევიდეს მართლმადიდებელი მღვდელი და აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს რელიგია, როგორც საგანი. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, თუ ჩვენ გვინდა, რომ ჯანსაღი თაობა გვყავდეს, დღეს მასწავლებელს ღვთიმშობლის ხატის გაკვრაც კი ეკრძალება საკლასო ოთახში. თურმე ეს სხვა რელიგიური კონფესიების დისკრიმინაცია იქნება.
რაც შეეხება გამოსავალს, თეორიულად ეს ძალიან მარტივია _ არ შეიძლება, ხელისუფლების სათავეში დარჩეს ორი ფაშისტური ძალა _ “ნაცმოძრაობა” და “ქართული ოცნება”, ისევე, როგორც არ შეიძლება, დარჩნენ მათი განაყოფები _ გირჩები, ბანანები, ლელოები და მგელოები, აღმაშენებელ–დამაქცევლები, ევროპელ–მარსელები ა.შ. ესენი უკვე დაუფარავად უპირისპირდებიან უფალს და სწორედ აქ მოიტეხენ კისერს. საქართველოში ბოროტი ტახტს ვერ დაიდგამს. ნუ ეცდებიან ტყუილად ნურც მამათმავლები, ნურც გვარამიები და სხვები, რომ აქ ეს ყველაფერი ნორმად წარმოაჩინონ; ნუ ეცდება ამას ნურც დასავლეთი, ნურც აღმოსავლეთი, ნურც ჩრდილოეთი და სამხრეთი! საქართველო მაცხოვრის რჯულის ერთგული ქვეყანა იყო, არის და იქნება!