აშშ-ის ნიუ-მექსიკოს შტატის ხელისუფლებამ დააკავა მამაკაცი, რომელიც მოქმედ პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მოკვლით იმუქრებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ WLUK-TV ავრცელებს.
39 წლის ჯონ ტორნტონი შეტყობინებებს აგზავნიდა, რომელშიც აცხადებდა, რომ “სახელმწიფო ღალატის გამო” ბაიდენის მოკვლას გეგმავდა. იგივე შინაარსის პუბლიკაციები გამოძიებამ მის სოციალურ ქსელებში იპოვა.
ის კიდევ რამდენიმე ადამიანს ემუქრებოდა მოკვლით, შეტყობინებებს აგზავნიდა მობილური ტელეფონით, მან შეტყობინებები პირველად დააგზავნა 2020 წლის ნოემბერში, მეორედ კი, ამა წლის მაისში.
მამაკაცი 24 მაისს დააკავეს.